22 ივნისს, 11:00-დან 13:00 საათამდე გაიმართება ონლაინ ტრენინგი თემაზე: „ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“. კურსი საინტერესო იქნება იმ პერსონალისთვის, რომელსაც სურვილი აქვს სწავლების ტრადიციულ მეთოდთან ერთად, გამოიყენონ ონლაინ-ინსტრუმენტები, გაამრავალფეროვნონ სასწავლო პროცესი, სტუდენტებსა და მოსწავლეებს შესთავაზონ განსხვავებული აქტივობები. ტრენინგი შემუშავებულია „ერაზმუს+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით“ (LoveDistance) ფარგლებში და მას ერთობლივად გაუძღვებიან პროექტში ჩართული პარტნიორები საქართველოდან.
ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემებს:
- პროგრამების GitMind, Moodle H5P გამოყენება - გიგა ხოსიტაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- პროგრამის diagramsnet გამოყენება - თენგიზ კუკუნაშვილი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- პროგრამის Miro გამოყენება - ამირან შარაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ტრენინგზე დასწრებისთვის, გთხოვთ, სარეგისტრაციო ფორმა შეავსოთ შემდეგ მისამართზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc1CInFx9i-wZElHj5PNcnDLpz3Pa0JMmypzQ5uZXms1CXQTg/viewform
პროექტი LoveDistance-ს მიზანია: ევროპული გამოცდილების გაზიარება დისტანციური სწავლების პრაქტიკასთან მიმართებით, სწავლების დისტანციურად წარმართვის მიზნით პარტნიორი უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურული მომზადების ხელშეწყობა, დისტანციურ სწავლებასა და მის პრიორიტეტებთან დაკავშირებით ცნობადობის გაზრდა პროექტის სამიზნე ჯგუფებში (სტუდენტები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებიდან, ასევე, რეგიონში მცხოვრები და სრულ ან ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული სტუდენტები).
პროექტის კოორდინატორი: პორტოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი.
უკან |