ცხადდება კონკურსი ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს+“-ის ICM პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად ზაარლანდის უნივერსიტეტში (https://www.uni-saarland.de/start.html, გერმანია). კონკურსის მიმართულებაა: ფარმაცია, ქიმია, ბიოლოგია.
მობილობის განხორციელების პერიოდი 2023-2024 სასწავლო წელი.
შენიშვნა:
- ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის აუცილებელია გერმანული ენის ფლობა B1 დონე;
- მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა B2 დონე.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე:
- ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
- მაგისტრატურის საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტი;
- დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტი;
- არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული „ერაზმუს მუნდუს“-ის/“ერაზმუს“+-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის ქვეყანაში;
- კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).
საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:
- პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
- ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
- ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
- სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 1 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).
მაგისტრატურის სტუდენტთათვის:
- პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
- ნიშნების ფურცელი ინგლისურ ენაზე - არსებობის შემთხვევაში;
- ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
- ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
- ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
- სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 1 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).
ოქტორანტურის სტუდენტთათვის:
- პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
- ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
- ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
- მაგისტრატურის საფეხურის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
- სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან);
- ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
- დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან.
საგნების თანხვედრა კონკურსის ერთ-ერთი მთავარი პირობაა!
კონკურსის ეტაპები:
პირველი ეტაპი - დოკუმენტების მიღება
2023 წლის 16-26 ივნისი (15:00 საათამდე)
დადგენილი საბუთების ატვირთვა ელექტრონულ ბმულზე: https://registration.bsu.ge/Registration-2.php
და ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე.
ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე აპლიკანტმა განცხადებაში რექტორის სახელზე უნდა მიუთითოს: ტელეფონის ნომერი, ელფოსტა, ტესტირების სასურველი დონე (ინგლისური B2, გერმანული B1) და ატვირთოს წარმოსადგენი დოკუმენტები ერთი ფაილის სახით (ZIP).
საბუთების წარმოდგენა ორივე მისამართზე აუცილებელია!
2023 წლის 28 ივნისი - ტესტირება უცხოურ ენებში (II, III საფეხური - ინგლისური B2, I საფეხური - გერმანული B1);
იმ სტუდენტებისთვის, ვინც წარმატებით გადალახავს დადგენილ ბარიერს ტესტირების დროს უცხოურ ენებში:
მეორე ეტაპი - 2023 წლის 28 ივნისი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან.
სტიპენდია მოიცავს:
- უფასო სწავლას;
- თვიურ სტიპენდიას;
- მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს ვიზის ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!
არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელმისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
დანართიუკან |