შეხვედრა-დისკუსია თემაზე: „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისი - წინაპირობები, მნიშვნელობა და შედეგები.”

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტისა და იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლისა და საჯარო მმართველობის დეპარტამენტის ორგანიზებით #32 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა-დისკუსია თემაზე: „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისი“- წინაპირობები, მნიშვნელობა და შედეგები.

შეხვედრის მოდერატორები არიან პროფესორები: ჯემალ კარალიძე, ოთარ გოგოლიშვილი, ნუგზარ ფუტკარაძე და დოქტორანტი სალომე კარალიძე. დაგეგმილ ღონისძიებაში ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ქობულეთის ილია ჭავჭავაძის სახელობის #2 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.

შეხვედრა-დისკუსიის ფორმატში განხილული იქნება შემდეგი საკითხები: საერთაშორისო ვითარება დამოუკიდებლობის აღდგენის წინ, ეროვნული საბჭო და მისი როლი, დამოუკიდებლობის აღდგენა, დამოუკიდებლობის აქტი, მთავრობის პირველი ღონისძიებები და ძირითადი უფლებები პირველი ქართული კონსტიტუციის მიხედვით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა