ტრენინგი - „ეკო განათლება და კვლევითი კომპონენტები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა, აგრარულ და მემბრანულ ტექნოლოგიებში“

სურათი

12-14 მაისს, ბსუ-ს  აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის და  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ჩართულობით,  აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის ბაზაზე ჩატარდება ერთობლივი ტრენინგ-მოდული ,,ეკო განათლება და კვლევითი კომპონენტები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა, აგრარულ და მემბრანულ ტექნოლოგიებში“.

ტრენინგის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: უმაღლესი სასწავლებლების საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური, აგრარული მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები, ლაბორანტები, სპეციალისტები;  სამეცნიერო ინსტიტუტების მეცნიერ-თანამშრომლები, ლაბორანტები და ტექნიკური პერსონალი; საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვისა და  ტექნოლოგიური ფაკულტეტების სამივე საფეხურის სტუდენტები,  საჯარო სკოლების  ქიმიის,  ბიოლოგიისა და  გეოგრაფიის მასწავლებლები.

ტრენინგი აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის თანამშრომლების მონაწილეობით ჩატარდება და მიზნად ისახავს ინსტიტუტის კვლევითი თემატიკის, ლაბორატორიების, აგრეთვე საბუნებისმეტყველო, აგრარული და ეკოლოგიის მეცნიერებების პოპულარიზაციას.

ტრენინგის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით. 

  ტრენინგის ანოტაცია

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა