ევროპის კვირეული ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის  კვირეული გაიმართება. 7-19 მაისს ჩატარდება  სტუდენტთა ინტელექტუალური თამაში "რა, სად, როდის?"  თემაზე "ევროპა და ევროკავშირი", „ერაზმუს+"-სა და სხვა გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრა, ბსუ-ს მეოთხე საერთაშორისო კვირეული - STAFF WEEK-ი, საჯარო ლექცია თემაზე: ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები.

 ევროპის  კვირეულის პროგრამა

 

  • 07/05 - სტუდენტთა ინტელექტუალური ტურნირი რასადროდის?"  თემაზე "ევროპა და ევროკავშირი", აუდ.  #55 (კოორდინატორი გ. მასალკინი);
  • 07/05 - #55, 17:00 სთ. - ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება  ბსუ-ს კინოკლუბში: პირველი საჯარო სკოლის კინოკლუბი, მასტერკლასის ლიტერატურული კლუბი. ეტორე სკოლას „მეჯლისი“-ს ჩვენება და განხილვა, დასწრება თავისუფალია
  • 08/05 -15.00 სთ-17.00სთ - "ჩემი ევროპული უნივერსიტეტი": ბსუ- "ერაზმუს+"-სა/სხვა გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტების, ამჟამად ევროპაში სასწავლებლად მყოფი სტუდენტების (ონლაინ რეჟიმში), ასევე, 2023-2024 სასწავლო წლისთვის "ერაზმუს+" კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების ჩართულობით (დეპარტამენტი), აუდ. #32;
  •  
  • 11/05 - 15.00სთ-16.00 სთ. - წიგნის პრეზენტაცია: ლ. ბაჟუნაიშვილი, ი. გორგილაძე, ,,ევროპული ერთობა, იდეა, პოლიტიკა, ინტეგრაცია".
  • 11-14 მაისიბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს სტრასბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტური განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის (Centre universitaire d'enseignement du journalisme - CUEJ) სტუდენტები და პროფესორები ეწვევიან (5 პროფესორი და 15 სტუდენტი). „ციფრული მედიისა და ინოვაციების“ სპეციალობის სტუდენტები უცხოელ კოლეგებთან ერთობლივად წერილობით და აუდიოვიზუალურ არაერთ ჟურნალისტურ მასალას მოამზადებენ. ფრანგულ-ქართული ჯგუფები, რომლებიც სტუდენტებით იქნება დაკომპლექტებული, შედეგების ამსახველ ერთობლივ კრებულს შექმნიან, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მომზადებულ სიუჟეტებს მოიცავს. ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მათ მიერ მომზადებული ჟურნალისტური პროდუქტი ფრანგული ტელევიზიით გააშუქონ.

 

  • 15/05-19/05 - ბსუ-ს მეოთხე საერთაშორისო კვირეული - STAFF WEEK, ერაზმუს+ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მონაწილეობს 8 ევროპული უნივერსიტეტის 12 წარმომადგენელი. კვირეული მიზნად ისახავს  უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას, ბსუ-ს პოპულარიზაციას, ახალი ერთობლივი საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვას და უკვე არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას. 5 დღის განმავლობაში დაგეგმილია  სასწავლო და ტრენინგ-აქტივობები, ასევე კულტერული ღონისძიებები  (დეპარტამენტი), აუდ. ##32, 516, აკადემიური საბჭოს ოთახი (პროგრამა თან ერთვის);

 

  • 19/05 - 13.00-15.00სთ -  საჯარო ლექცია ევროპისდღე", მომხსენებელი გიორგი ჩიტაძე  - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ-აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო-აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე (თემები: ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები; ასოცირების შეთანხმება, მათ შორის - DCFTA კომპონენტი, ასევე პროგრამები და სხვა შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის, აუდ. #55 (კოორდინატორი ი. გაბინაშვილი).

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა