კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
- ბსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მე-3 ან/და მე-4 სასწავლო წლის სტუდენტებს;
- ბსუ-ს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს;
- ბსუ-ს კურსდამთავრებულებს.
სტაჟირების მსურველებმა 2023 წლის 11 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით ბსუ-ს კანცელარიაში, ან ბსუ-ს სტუდენტური პორტალით (portal.bsu.edu.ge), ან ბსუ-ს ოფიციალურ ელ. ფოსტაზე (info@bsu.edu.ge) უნდა წარმოადგინონ:
- წერილობითი განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ (იხილეთ დანართი)
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
- CV
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (აქტიური სტუდენტის სტატუსის შემთხვევაში) და სასწავლო პროცესის ელექტრონული მართვის სისტემიდან სასწავლო ბარათი, ხოლო კურსდამთვრებულებმა დიპლომისა და დიპლომის სტანდარტული დანართის ასლი
- ერთი ფოტოსურათი (3X4)
- სამოტივაციო წერილი
კონკურსის ეტაპები:
- განცხადებების გადარჩევა
- გასაუბრება
სტაჟიორთა შერჩევისას გაითვალისწინება:
- აკადემიური მოსწრება და მოტივაცია
- ინგლისური ენის ცოდნა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- თანაბარ პირობებში, სოციალური სტატუსი
კონკურსის წესით შეირჩევა 4 სტაჟიორი, რომლებიც 2 თვის განმავლობაში ნახევარ განაკვეთზე, სტუდენტთა კარიერული განვითრების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტში გაივლიან სტაჟირებას ანაზღაურების გარეშე, რის შემდგომაც შესაძლებელია 1 წარმატებული სტაჟიორი დასაქმდეს დეპარტამენტში
განცხადების ფორმაუკან |