26 აპრილს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 32 აუდიტორიაში სტუდენტებისათვის გაიმართება მხატვრული თარგმანის კონკურსის საინფორმაციო შეხვედრა. კონკურსი გამოცხადებულია ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი იღებს განაცხადებს მხატვრული თარგმანის კონკურსში მონაწილეობისთვის.
ჯილდო გაიცემა პროზის, პოეზიის, სამეცნიერო ნაშრომის, ესეს და დოკუმენტური პროზის ქართულ და უცხო ენაზე თარგმანის ნომინაციებში.
- პროზის ქართული თარგმანი
- პოეზიის ქართული თარგმანი
- სამეცნიერო ნაშრომის ქართული თარგმანი
- ესეს და დოკუმენტური პროზის ქართული თარგმანი
- ქართულიდან უცხო ენაზე ნათარგმნი ნამუშევრები
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bsu.edu.ge/main/page/18395/index.html
სტუდენტებთან ჩაინიშნება საინფორმაციო, საკონსულტაციო და მოსამზადებელი შეხვედრები. მხატვრული თარგმანით დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ საკონკურსოდ გამოგზავნოთ:
- მხატვრული თარგმანი (3-5 გვერდი პროზა, პოეზია 1-3) დედანთან ერთად.
- არამხატვრული ან სამეცნიერო ტექსტი (1-3 გვერდი).
ელფოსტა: beridze@bsu.edu.ge
დაგვიკავშირდით:
ხათუნა ბერიძე, ასოცირებული პროფესორი, თარგმანისა და ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, ტელ.: 591988778.
ლევან ტარიელაძე, სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ტელ: +995(422) 294242.
თამთა ნაგერვაძე, დოქტორანტი, თარგმანისა და ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის სპეციალისტი. ტელ.: 577154920.
ნინოშვილის 35, I კორპუსი, მესამე სართული, აუდიტორია 61
უკან |