
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და ესთეტიკური მედიცინის კლინიკა „ტოტალ შარმის“ დირექტორმა კონსტანტინე სულამანიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება მიზნად ისახავს ერთობლივი საგანმანათლებო-სამეცნიერო პროექტების განხორციელებას. მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდება კონფერენციები, საზაფხულო სკოლები, ტრენინგები და სემინარები. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გავლას და საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მენეჯმენტის გამოცდილების გაზიარებას.
უკან |