
ფრანკოფონიის დღეების ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა კონფერენცია „ფრანგული კულტურა და ცივილიზაცია“ გაიმართა. კონფერენციაზე უნივერსიტეტის ფრანკოფონმა სტუდენტებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს ფრანგული კულტურისა და ცივილიზაციის შესახებ. სესიაზე ბსუ-ს კურსდამთავრებულმა, მთარგმნელმა სოფიო ბარშოვამ ღონისძიების მონაწილეებს თავისი თარგმანები გააცნო და ისაუბრა თანამედროვე ფრანგული მხატვრული ნაწარმოებების თარგმანის შესახებ. კონფერენციას პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
უკან |