
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეურთდა პროექტს „ჩვენი და ქვეყნის პროგრესისთვის - შეაგროვე ცოდნა". ინიციატივა ითვალისწინებს სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულისთვის 16 000-მდე წიგნის შეგროვებას. ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს მსჯავრდებულებისთვის საჩუქრად მხატვრული ლიტერატურა გადასცეს.
პროექტი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მასში ბსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებიც ჩაერთვებიან სლოგანით - „ერთი წიგნი ერთი ნაბიჯი პროგრესისათვის“.
უკან |