
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა და ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE) პრეზიდენტმა, პროფესორმა ფრანც შაუსბერგერმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთობლივი საგანამანათლებლო-სამეცნიერო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელებას. მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდება ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციები, საზაფხულო სკოლები სემინარები და ტრენინგები.
უკან |