საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამის კონკურსი ევროპის უნივერსიტეტებში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის კონკურსს ევროპის უნივერსიტეტებში მობილობის განხორციელების მიზნით. უნივერსიტეტების და სასწავლო კურსების ჩამონათვალი იხილეთ (დანართში 1).

  1. გაცვლა უნდა განხორციელდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირველი საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე 2023-2024 წლის შემოდგომა/ გაზაფხულის სემესტრის მანძილზე.
  2. გრანტების რაოდენობა- 12.

 

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:

  •  ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტს (გარდა დამამთავრებელისა);
  • აჭარის არ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო ერთი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქე სტუდენტს;
  • კანდიდატს, რომელიც სწავლობს ევროპული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადის ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).

 

საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი ;
  • აჭარის არ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო ერთი წლის მანძილზე რეგისტრირების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

საკონკურსო ეტაპები:

  • პირველი ეტაპი -  სააპლიკაციო დოკუმენტების  მიღება

საბუთების წარმოდგენა - 2023  წლის  24 მარტი - 21 აპრილი (15:00 საათი) სტუდენტური პორტალის მეშვეობით

  • მეორე ეტაპი - ტესტირება ინგლისურ ენაში B1/B2

ტესტირება/გამოცდა ინგლისურ ენაში - 26 აპრილი

  • მესამე ეტაპი - კანდიდატთა გასაუბრება კომისიასთან

გასაუბრება - 2023  წლის   27-28 აპრილი.

მეოთხე ეტაპი - კანდიდატთა შერჩევა/ნომინირება და გრანტის მიღების მიზნით სამინისტროსთვის წარდგენა და სამინისტროს მიერ გამარჯვებულ სტუდენტებთან ხელშეკრულების გაფორმება;

  • მეხუთე ეტაპი - მიმღებ უნივერსიტეტებში გამარჯვებული სტუდენტების სიის გადაგზავნა.

 

 

 

 

  დანართი1
  დანართი2

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა