
ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერისტეტში საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ძალდატანებითი გასაბჭოების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა 1921 წლის მარტში საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული გვარდიელების საფლავი ყვავილებით შეამკეს. ასევე ჩატარდა შეხვედრა-დისკუსია, სადაც სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა განიხილეს რუსეთ-საქართველოს 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის, საქართველოს დამფუძნებელი კრების ბოლო სხდომის, ბათუმის დასაცავად გამართული ბრძოლის არსებითი მომენტები, გენერალ გიორგი მაზნიაშვილისა და ბათუმის დამცველთა გმირობა.
შეხვედრა-დისკუსიაში ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ბათუმის ელიტური სკოლა „გორდას“ პედაგოგებმა და მოსწავლეებმა.
ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |