27 მარტს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 32-ე აუდიტორიაში გაიმართება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრა. საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორი და სამეცნიერო კვლევით სტიპენდიებს წარადგენს DAAD-ის წარმომადგენელი მაქსი ბორნმანი. მოკლევადიანი საბაკალავრო სტიპენდიის მისაღებად აუცილებელია გერმანული ენის (B1 დონე) ცოდნა. ხოლო სამაგისტრო, სადოქტორო და სამეცნიერო კვლევითი სტიპენდიების მოსაპოვებლად აუცილებელია გერმანული ან ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე.
დეტალურ ინფორმაციას გაეცანით შემდეგ მისამართზე: https://www.daad-georgia.org/ka/daphinansebis-modzieba/stipendiebis-sadziebo-sis/
უკან |