
ზედიზედ მეორედ, ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი დიეგო ჩხიკვაძე ევროპის ჩემპიონი გახდა. ქართველმა ფალავანმა ევროპის ბერძნულ-რომაული სტილით 23-წლამდელ მოჭიდავეთა ფინალში თურქი მუსტაფა ილდირიმი დაამარცხა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს დიეგო ჩხიკვაძეს დამსახურებულ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს!
უკან |