„ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამა“

სურათი

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ ფარგლებში აცხადებს განაცხადების მიღებას.       „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომლებიც პასუხობს ბაზრის საჭიროებებს. პროგრამის ფარგლებში შეირჩევა კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ტექნოლოგიები/ინოვაციები. შეფასებისთვის მიიღება ისეთი კვლევითი პროექტები, რომლებიც არიან ტექნოლოგიური მზაობის TRL4 და შემდეგ დონეზე. შეფასებისთვის მიღებული პროექტების როგორც პირველად შეფასებას, აგრეთვე, დეტალურ შესწავლას განახორციელებენ კვალიფიციური და შესაბამისი გამოცდილების მქონე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები.

განაცხადებები მიიღება 31 მარტის ჩათვლით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ იხილოთ მიმაგრებული ფაილი და ეწვიოთ ვებგვერდს:   https://gita.gov.ge/programs/teknologiebis-gadatsemis-programa-e_mFxYJYG

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა