ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ- ს აკადემიური პერსონალისთვის აცხადებს „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსს 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის შჩეცინის (პოლონეთი) უნივერსიტეტში. (https://en.usz.edu.pl/).
საკონტაქტო პირი: malgorzata.kopalska@usz.edu.pl
მობილობის ხანგრძლივობა - 5 სამუშაო დღე.
მიმართულება:
- ბიზნესის ადმინისტრირება
- ეკონომიკა
- ტურიზმი
- არქეოლოგია
- ისტორია
- ფილოსოფია
- პოლიტიკური მეცნიერებები
- ფსიქოლოგია
- ბიოლოგია
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობა:
კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი ან მოწვეული მასწავლებელი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.
სტიპენდია ითვალისწინებს მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს საერთაშორისო დაზღვევას.
საბუთები:
- პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2;
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- თქვენ მიერ შემუშავებული მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
- დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი (Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).
კონკურსის ეტაპები:
საბუთების წარდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად:
2023 წლის 10 - 24 მარტი (15:00 საათი) ;
აკადემიური პერსონალისთვის - ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-1.php და ელექტრონული პლატფორმა eFlow-ს მეშვეობით;
მოწვეული მასწავლებლებისთვის - ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-1.php და ელ. ფოსტაზე chancellery@bsu.edu.ge.
გასაუბრება:
2023 წლის 28 მარტი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: erasmus@bsu.edu.ge
უკან |