აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „სწავლა საზღვარგარეთ“ პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო ორი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს;
- პირს, რომელიც ჩარიცხულია/ჩაირიცხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის, იაპონიის, შვეიცარიისა ან ნორვეგიის უნივერსიტეტში;
- მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე;
- მესამე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე;
- პოსტ საბაკალავრო/პოსტ სამაგისტრო სახელოვნებო პროგრამაზე.
2023 წელს კონკურსის წესით შერჩეული აპლიკანტები მიიღებენ 15 000 ლარს გრანტის სახით ერთი სემესტრის სწავლის ხარჯების დაფინანსების მიზნით.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე:
უკან |