გამოცხადდა უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნა/ბეჭდვის საგრანტო კონკურსი

სურათი

აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „პროფესიული და უმაღლესი განათლება" პროგრამის „უმაღლესი განათლების ხელშეწყობა" ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადდა უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნა/ბეჭდვის საგრანტო კონკურსი. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლის იურიდიულ და საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს. საგრანტო კონკურსის მიზანია, სტუდენტებისთვის, მკვლევრებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის გაზარდოს უახლეს სამეცნიერო ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობა.

დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ იხილეთ შემდეგ ელმისამართზე: http://adjara.gov.ge/description.aspx?gtid=1183756#.Y_coyHZBxD8

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა