ბსუ-ს ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ

  1. 2023 წლის 22 თებერვალს ცხადდება ღია კონკურსი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდეგში - ბსუ) ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობის 4 წლის ვადით დასაკავებლად.
  2. ბიბლიოთეკის დირექტორის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2023 წლის 23 თებერვლიდან 2023 წლის 01 მარტის  ჩათვლით, ჩათვლით, ბსუ–ს საარჩევნო კომისიაში (ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. N32/35, პირველი კორპუსი, ოთახი N13), 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე, გარდა შაბათ-კვირისა.
  3. ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს მოეთხოვება (კრიტერიუმები): ა) უმაღლესი განათლება; ბ) არანაკლებ 5 წლის სამუშაო  გამოცდილება და  გ) სამოქმედო გეგმა.
  4. კანდიდატმა საარჩევნო კომისიაში სარეგისტრაციოდ  უნდა წარმოადგინოს:

ა) კანდიდატის სარეგისტრაციო განცხადება (შევსებული არჩევნების გამოცხადების შესახებ აკადემიური საბჭოს დადგენილების N1 დანართის შესაბამისად);

ბ)  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია (СV);

დ) უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების სათანადო წესით დამოწმებული ასლი;

ე) სამოქმედო გეგმა;

ვ) ფერადი ფოტო, ზომით ¾;

ზ) ინფორმაცია შრომითი საქმიანობის შესახებ (დასაქმების ადგილიდან გაცემული ცნობა/დამოწმებული ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან/და სხვა, კანონმდებლობითი დადგენილი წესით გაცემული ცნობა);

თ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის ცნობა (შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე საკონკურსო დოკუმენტაციის საპროცედურო კომისიაში წარდგენის დღისათვის (რეგისტრაციის დღე) ნასამართლობის შესახებ ცნობა უნდა იყოს მოქმედი (კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადა 15 დღეა).

5. დადგენილ ვადაში რეგისტრირებულ კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და სამოქმედო გეგმების განხილვა აკადემიური საბჭოს მიერ დაიწყება 2023 წლის 02 მარტს, 12:00 სთ-ზე, ხოლო არჩევნები (ფარული კენჭისყრა) ჩატარდება 2023 წლის 02 მარტს, 13:00 სთ-ზე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა