UNESCO-მ გამოაცხადა კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერებისათვის პროგრამა „ადამიანი და ბიოსფერო“-ს ფარგლებში განსახორციელებელი კვლევებისათვის პრიზის მოსაპოვებლად. განაცხადი აქცენტს უნდა აკეთებდეს ბიოსფერული რეზერვატების წყლის, კუნძულისა თუ სანაპირო ზოლის კვლევის საკითხებზე. კანდიდატმა უნდა გადაგაზვნოს სააპლიკაციო ფორმა 2023 31 მარტამდე შემდეგ მისამართებზე: mab.awards@unesco.org და m.prchalova@unesco.org.
მნიშვნელოვანია, რომ აპლიკაციას ჰქონდეს „ადამიანი და ბიოსფეროს“ ეროვნული კომიტეტის მხარდაჭერა. კომიტეტს აქვს მაქსიმუმ 2 განაცხადის მხარდაჭერის უფლება. „ადამიანი და ბიოსფეროს“ ეროვნული კომიტეტი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარლო ამირგულაშვილი (karlo.amirgulashvili@mepa.gov.ge; ტელ: 591819613)
დანართი
დანართი1
დანართი2
უკან |