ჰარვარდის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსები

სურათი

ჰარვარდის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულია უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელთათვის განკუთვნილი კონკურსი, ასევე მოკლევადიანი საგრანტო და სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსები. აღნიშნულ სასტიპენდიო კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებში მოღვაწე მეცნიერ-მკვლევრებს. კონკურსში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 25 თებერვლამდე.

დეტალური ინფორმაცია ჰარვარდის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების შესახებ იხილეთ შემდეგ მისამართზე: shorturl.at/qY235

2022 წლის თებერვლიდან საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, პირველად ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ამოქმედდა ქართველოლოგიის პროგრამა, რომელიც შედგება სამი კომპონენტისგან: კვლევები, სწავლება და სტიპენდიები. პროგრამა ხელს უწყობს როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და პოლიტიკის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებას და გაცვლას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა