სეზონური სკოლებისა და კონფერენციების მოწყობისთვის კონკურსი გამოცხადდა

სურათი

აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დამტკიცებული "პროფესიული და უმაღლესი განათლება" პროგრამის "უმაღლესი განათლების ხელშეწყობა" ქვეპროგრამას, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია სეზონური სკოლისა და კონფერენციის მოწყობა, საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა და ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერა.

სეზონური სკოლისა და კონფერენციის მოწყობის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლის იურიდიულ და საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს.

სამინისტროდან მოთხოვნილი გრანტის ოდენობა სეზონური სკოლის მოწყობის ფარგლებში არ უნდა აღემატებოდეს - 20 000 ლარს, ხოლო კონფერენციის მოწყობის ფარგლებში - 30 000 ლარს.

ზემოაღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში განაცხადების მიღების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 6 თებერვლიდან (09:00 სთ.) - 31 მარტის (18:00 სთ.) ჩათვლით პერიოდი.

საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედ, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მომუშავე მეცნიერებს - სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ პროფესორი. გრანტი გაიცემა შემდეგი სახის საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად: კონფერენცია, კონგრესი, ფორუმი, სიმპოზიუმი, სემინარი.

გრანტის ოდენობა ერთ კონკურსანტზე შეადგენს 3000 ლარს.

ახალგაზრდა მეცნიერებების მხარდაჭერა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ დოქტორანტებს, რომლებიც განაცხადის წარდგენის პერიოდში სწავლობენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში. გრანტი გაიცემა შემდეგი სახის საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად:

ა) კონფერენცია, კონგრესი, ფორუმი, სიმპოზიუმი, სემინარი;

ბ) საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების ხარჯების ანაზღაურების მიზნით.

გრანტის ოდენობა ერთ კონკურსანტზე შეადგენს 3000 ლარს.

ზემოაღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში განაცხადების მიღების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 1 თებერვლიდან (09:00 სთ.) - 15 მარტის (18:00 სთ.) ჩათვლით პერიოდი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: shorturl.at/LRSU8


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა