კონკურსი უცხოეთში გასამართ სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის ბსუ-ს ბიუჯეტიდან დაფინანსების მისაღებად

სურათი
  1. გამოცხადდა კონკურსი 2023 წლის 01 მარტიდან 2023 წლის 30 დეკემბრამდე  პერიოდში უცხოეთში გასამართ სამეცნიერო ღონისძიებებში (კონფერენციები, სემინარები, კონგრესი, ფორუმები) მონაწილეობისათვის ბსუ-ს ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები ბსუ-ს აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის გამოვლენისათვის.
  2. კონკურსის ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების ვადებია:

ა) დოკუმენტაციის მიღება - 2023 წლის  20 თებერვლიდან - 22 თებერვლის   ჩათვლით;

ბ) კონკურსის ჩატარების ორგანიზება - 2023 წლის 23 თებერვლიდან  27 თებერვლის ჩათვლით;

გ) გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემა - 2023 წლის 28 თებერვალი.

3. ბსუ-ს ფაკულტეტებისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისათვის ბსუ-ს 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში, წინამდებარე ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის მიზნებისათვის განისაზღვრა თითოეული ფაკულტეტის/ინსტიტუტის დაფინანსების მოცულობა (ასევე ახალგაზრდა მეცნიერებისათვის - პირები, რომელებმაც კონკურსის გამოცხადებამდე 7 წლის განმავლობაში მოიპოვეს დოქტორის აკადემიური ხარისხი და ასაკი არ აღემატება 35 წელს) შემდეგნაირად:

3.1. ფაკულტეტებისათვის:

ა) ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის - 10 000 ლარი;

       ბ) იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის - 14 000 ლარი (მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერის შემთხვევაში - 2000 ლარი, თუკი ახალგაზრდა მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას კონკურსში და გამოვლინდება გამარჯვებული);

გ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის -  15 000 ლარი (მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერის შემთხვევაში - 2000 ლარი, თუკი ახალგაზრდა მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას კონკურსში და გამოვლინდება გამარჯვებული);

      დ) ტექნოლოგიური ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის - 10 000 ლარი;

ე) ტურიზმის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის - 10 000 ლარი (მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერის შემთხვევაში - 2000 ლარი, თუკი ახალგაზრდა მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას კონკურსში და გამოვლინდება გამარჯვებული);

ვ) ეკონომიკისა და ბიზნესი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის - 14 000 ლარი (მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერის შემთხვევაში - 3000 ლარი, თუკი ახალგაზრდა მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას კონკურსში და გამოვლინდება გამარჯვებული);

     ზ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის - 14 000 ლარი (მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერის შემთხვევაში - 2000 ლარი, თუკი ახალგაზრდა მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას კონკურსში და გამოვლინდება გამარჯვებული);

  1. ინსტიტუტებისათვის:

ა) ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალისათვის -  5 000 ლარი; 

ბ) ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალისათვის -  2 500 ლარი (მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერის შემთხვევაში - 1000 ლარი, თუკი ახალგაზრდა მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას კონკურსში და გამოვლინდება გამარჯვებული);

გ) ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალისათვის  -  3000 ლარი (მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერის შემთხვევაში - 1000 ლარი, თუკი ახალგაზრდა მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას კონკურსში და გამოვლინდება გამარჯვებული);

  1. კონკურსში მონაწილეობის მიზნით ბსუ-ს აკადემიური/სამეცნიერო თანამდებობის პირმა (შემდეგში - კონკურსანტმა) ელექტრონულად (საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს დაფინანსების განაცხადი (შევსებული წინამდებარე ბრძანების №1 დანართის შესაბამისად)  და შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ინფორმაცია ღონისძიების შესახებ (თემატიკა ან/და სავარაუდო სამუშაო გეგმა; ჩატარების ადგილი, თარიღი და ფორმატი; ორგანიზატორი დაწესებულება ან/და სხვ.); 

ბ) ოფიციალური მოწვევის (მასპინძელი ორგანიზაციის/დაწესებულების თანხმობა) ორიგინალი და ქართულ ენაზე ნათარგმნი;

გ) მოხსენების მოკლე ტექსტი ქართულ ან/და მოხსენების ტექსტი/პრეზენტაცია კონფერენციის ერთ-ერთ სამუშაო ენაზე; მოხსენების შესაბამისი, გამოქვეყნებული ან/და გამოსაქვეყნებლად მომზადებული სამეცნიერო ნაშრომი/სტატია;

დ) შესაბამისი ფაკულტეტის დარგობრივი დეპარტამენტის/ინსტიტუტის განყოფილების სხდომის გადაწყვეტილება (ოქმის ამონაწერი), ღონისძიებაში დასაქმებულის მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ;

ე) სხვა დოკუმენტაცია, რასაც ითვალისწინებს შესაბამისი სამეცნიერო ღონისძიება და საჭიროა დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

  1. აკადემიური/სამეცნიერო პერსონალის მიერ სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის დაფინანსების გადაწყვეტილების მიღებისას საკონკურსო კომისიამ უნდა გაითვალისწინოს:

ა) განსახორციელებელი ღონისძიებისა და ორგანიზატორი დაწესებულების რეიტინგი;

ბ) კონკურსანტის მოხსენების შესაბამისობა ბსუ-ს კვლევის პოლიტიკის მიხედვით დამტკიცებულ ძირითადი სამეცნიერო-კვლევით მიმართულებების სამეცნიერო საქმიანობის გეგმასთან/ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევის მუშაობის გეგმასთან და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კონკურსანტის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქტიულობა (Web of Science, Scopus, ERIH PLUS (ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებებით) ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალებში ან/და ქართველოლოგიური მიმართულებით გამოქვეყნებული/გამოსაქვეყნებლად მიღებული სტატიები და მათ ციტირება);

გ) ქვეყნის გარეთ (უცხოეთში) გასამართ სამეცნიერო ღონისძიებაში (მივლინების) მონაწილეობის დაფინანსებისათვის დასაქმებულისათვის 1 კალენდარული წლის განმავლობაში გაცემული თანხა არ უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს.

  1. საკონკურსო კომისიამ განიხილავს საკონკურსო დოკუმენტებს, კონკურსანტებთან გასაუბრების გზით დაადგენს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებებს და კონკურსანტთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით უნდა მიიღოს შესაბამისი კონკურსანტის დაფინანსების მიზანშეწონილობის შესახებ ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება (ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით ან/და კომისიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმის შესაბამისად განსაზღვრული სარეიტინგო ქულების დაანგარიშებით).
  2. ბსუ-ს დაფინანსებით განხორციელებული აქტივობის შემდეგ აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენლების ანგარიშები უნდა განიხილოს შესაბამისად, ფაკულტეტის საბჭომ და სამეცნიერო საბჭომ და მიღებული შედეგის შესახებ ფაკულტეტის დეკანმა/ინსტიტუტის დირექტორმა სამსახურებრივი ბარათი უნდა წარუდგინოს რექტორს (ბარათი დამუშავებისათვის ეგზავნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, სამეცნიერო კვლევების სამსახურს და საქმისწარმოების სამსახურს).
  3. თუკი გამოვლინდება დაფინანსებული პირის მიერ შესაბამისი აქტივობის განუხორციელებლობა/ღონისძიებაში მონაწილეობის მიუღებლობა/გაცემული დაფინანსების თანხის არამიზნობრივად გამოყენება, დაფინანსების მიმღები პირი ვალდებულია დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ ვადაში დააბრუნოს მიღებული თანხა ბსუ-ს ანგარიშზე.
  დანართი 1
  ბრძანება
  ბსუ-ს პერსონალის პროფესიული განვითარების დაფინანსებისა და სტატიის გამოქვეყნებისათვის წახალისების წესი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა