
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის N1 სკოლაში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გამართა. ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თეონა ბერიძემ, პროფესორმა მალხაზ ჩოხარაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა ნანა ტრაპაიძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მეთორმეტეკლასელებს ბსუ-ს საბაკალავრო პროგრამები, სტუდენტური ცხოვრება, სტიპენდიები, გაცვლითი პროგრამები და სწავლის პირობები გააცნეს. შეხვედრის დასასრულს, აბიტურიენტებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
უკან |