- 2023 წლის 1 თებერვალს გამოცხადდეს ღია კონკურსი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,ბსუ“) ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის ინჟინერიისა და მშენებლობის დარგობრივ დეპარტამენტში არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად.
- საკონკურსო განცხადება, კონკურსანტის ანკეტა და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს 2023 წლის 01 მარტიდან 02 მარტის ჩათვლით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ბსუ-ს საპროცედურო კომისიაში შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32, პირველი კორპუსი, ოთახი N2 (მატერიალური სახით წარმოდგენამდე კონკურსანტებმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე - bsukonkursi2022@bsu.edu.ge);
- კონკურსი ჩატარდება 2023 წლის 6 მარტს. საკონკურსო კომისიების შემაჯამებელი ოქმები არაუგვიანეს 2023 წლის 07 მარტისა გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.bsu.edu.ge).
- კონკურსის შედეგების ბსუ-ს აკადემიური საბჭოს დადგენილებით დამტკიცების შემდეგ, კონკურსში გამარჯვებულ პირთან დაიდება შრომითი ხელშეკრულება/აფილირების შეთანხმება და ამოქმედდება 2022 წლის 14 მარტიდან (იხილეთ ამავე ველში ბსუ-ს რექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმა).
-
კონკურსის ძირითადი პირობებია:
- ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს კლასიფიკატორის 2.3, 2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის), 2.6 ან 3.3 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ნაშრომი/მონოგრაფია;
ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ან 1.4 ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში;
გ) შესაბამისი მიმართულებით მომზადებული აქვს ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკულის/ლაბორატორიული სამუშაოს ან სხვა აქტივობის სასწავლო მასალა; (შენიშვნა: წინამდებარე კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებაში აღნიშნული ე.წ. ,,კლასიფიკატორში“ იგულისხმება ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის Ν04 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ დანართი 1).
- ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური თანამდებობების დაკავების მსურველებმა საპროცედურო კომისიაში უნდა წარადგინონ:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვა, დამოწმებული/გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ);
გ) საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი მიმართულების სილაბუსი (სილაბუსები);
დ) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი ერთი სამეცნიერო ნაშრომი (სტატია), რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის სამეცნიერო საქმიანობას (საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებისათვის);
ე) დარგის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის კონცეფცია აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურისათვის;
ვ) შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) 2 ფოტოსურათი (ზომა 3x4);
თ) ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკულის/ლაბორატორიული სამუშაოს ან სხვა აქტივობის სასწავლო მასალა.
ი) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (განაცხადის ფორმა, დამტკიცებული რექტორის 2020 წლის 14 აგვისტოს N01-02/101 ბრძანებით);
კ) კონკურსანტის ანკეტა (შედგენილი ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის Ν04 გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესის N3 დანართის მიხედვით, იხილეთ ქვემოთ).
ლ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის ცნობა (შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე საკონკურსო დოკუმენტაციის საპროცედურო კომისიაში წარდგენის დღისათვის (რეგისტრაციის დღე) ნასამართლობის შესახებ ცნობა უნდა იყოს მოქმედი (კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადა 15 დღეა).
- კონკურსში მონაწილეობის მსურველთა მიერ კონკურსანტის ანკეტაში აღნიშნული კონკურსანტის ნაშრომის/სტატიის/მოხსენების შესახებ ინფორმაციის ბსუ-ს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურება შესაძლებელი იქნება 2023 წლის 24 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, კონკურსის გამოცხადების შესახებ წინამდებარე ბრძანებით (დანართი 2) დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შევსებული დოკუმენტის საფუძველზე (ფორმები განთავსდება კონკურსების ველში).
- 65 წელს მიღწეული პირის კონკურში მონაწილეობის მიზანშეწონილობის საკითხს ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე განიხილავს და გადაწყვეტს ბსუ-ს აკადემიური საბჭო და მიღებული დადგენილება გამოქვეყნდება ბსუ-ს ვებგვერდზე.
- ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით:
ა) კოვიდინფიცირებული (ან თვითიზლოაციაში მყოფი) კონკურსანტი უფლებამოსილია ამ ფაქტის შესახებ წერილობით განცხადებასთან ერთად წარმოადგინოს საკონკურსო განცხადება და დოკუმენტაცია ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე - bsukonkursi2022@bsu.edu.ge. ასეთ შემთხვევაში საპროცედურო კომისიის მიერ განმცხადებელზე ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურის მიღების წესის“ მე-4 მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნული ცნობა გაიცეს ელექტრონულად, კონკურსანტის იმავე ელექტრონულ ფოსტაზე;
ბ) კოვიდინფიცირებული (ან თვითიზოლაციაში მყოფი) კონკურსანტის შესაბამისი განცხადების შემთხვევაში დასაშვებია მის მიერ განცხადების/საჩივრის საპროცედურო კომისიაში ელექტრონულად წარდგენა (ასეთ შემთხვევაში საპროცედურო კომისიის მიერ განმცხადებელზე/მომჩივანზე ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურის მიღების წესის“ მე-7 მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ცნობა გაიცეს ელექტრონულად, კონკურსანტის იმავე ელექტრონულ ფოსტაზე);
გ) დასაშვებია საკონკურსო კომისიამ კონკურსანტთა განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია საპროცედურო კომისიისგან მიიღოს მხოლოდ ელექტრონული სახით (შესაბამის ელექტრონულ ფოსტაზე წარმოდგენილი), ხოლო მატერიალური სახით წარმოდგენილი მასალა - მხოლოდ ამის საჭიროების შემთხვევაში;
დ) დასაშვებია საკონკურსო კომისიამ დაადგინოს მუშაობის ან/და კონკურსანტებთან გასაუბრების დისტანციური ფორმატი (ZOOM პლატფორმის მეშვეობით);
ე) დასაშვებია სააპელაციო კომისიამ დაადგინოს მუშაობის დისტანციური ფორმატი (ZOOM პლატფორმის მეშვეობით), მათ შორის განმარტების მისაღებად ონლაინ-სხდომაზე მოიწვიოს შესაბამისი კომისიების (საპროცედურო, საკონკურსო, სამუშაო ჯგუფი) წევრები ან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის პერსონალის წარმომადგენლები, რომლებიც შესაძლოა სამსახურებრივი საქმიანობით დაკავშირებული იყოს კონკურსანტის მიერ გასაჩივრებულ საკონკურსო პროცედურებთან.
10. კონკურსანტები უფლებამოსილია გაეცნოს ბსუ-ს სამართლებრივ აქტებს ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.bsu.edu.ge (ველში ,,კონკურსები“): ბსუ-ს წესდება; ბსუ-ს ეთიკის კოდექსი; ბსუ-ს შინაგანაწესი; ბსუ-ში სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკა; ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2016 წლის 12 სექტემბრის N3 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის აფილირების, აკადემიური დატვირთვის განსაზღვრისა და შრომის ანაზღაურების წესი“; ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის Ν04 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესი“ და კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადის ფორმა (დამტკიცებული რექტორის 2020 წლის 14 აგვისტოს N01-02/101 ბრძანებით)
კონკურსის გამოცხადების ბრძანება N 01-02-22
ბსუ-ს აკადემიური პერსონალის აფილირების, აკადემიური დატვირთვის წესი
ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესი
ბსუ-ს საქმისწარმოების ინსტრუქცია
ბსუ-ს შინაგანაწესი
ბსუ-ს წესდება
ეთიკის კოდექსი
სექსუალური შევისწოების პრევენციის პოლიტიკის დოკუმენტი
კონკურსანტის ანკეტის ფორმა
კონკურსანტის განაცხადის ფორმა
დელეგირება და შრომების დამოწმება
უკან |