ბსუ-ს იურიდიული და და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადების შესახებ

ბსუ-ს იურიდიული და  და სოციალურ მეცნიერებათა 

ფაკულტეტის საბჭოს

2023 წლის 25 იანვრის სხდომის № 24-05/02 ოქმის

დანართი 1

ბსუ-ს იურიდიული და  და სოციალურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადების შესახებ

  1. იურიდიული და  და სოციალურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის საბჭო 2023 წლის 25 იანვარს აცხადებს  ფაკულტეტის დეკანის არჩევნებს.
  2. იურიდიული და  და სოციალურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ჩატარდეს 2023 წლის 22 მარტს (კენჭისყრის დღე) 10:00 საათიდან 17: 00 საათამდე 515-ე აუდიტორიაში.
  3. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2023 წლის 13 მარტიდან 17 მარტის  ჩათვლით, 11:00-დან 16:00 საათამდე, ბსუ-ს საარჩევნო კომისიაში (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის 35/32, ოთახი №13).
  4.  ფაკულტეტის დეკანის არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია (კანდიდატად რეგისტრაცია) ამავე ფაკულტეტის პროფესორს ან  ასოცირებულ პროფესორს, რომელსაც გააჩნია ადმინისტრაციულ ან აკადემიურ   თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
  5. კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) ავტობიოგრაფია (CV);

გ)  სამოქმედო გეგმა;

დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ ან აკადემიურ თანამდებობაზე  არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ცნობა ბსუ-ს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე დასაქმების შესახებ;

ვ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის ცნობა (შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე საკონკურსო დოკუმენტაციის საპროცედურო კომისიაში წარდგენის დღისათვის (რეგისტრაციის დღე) ნასამართლობის შესახებ ცნობა უნდა იყოს მოქმედი (კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადა 15 დღეა).

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა