ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ

ბსუ- სამეცნიერო პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაცია

  1. გამოცხადდეს კონკურსი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,ბსუ“)  სამეცნიერო თანამდებობების (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი)  დასაკავებლად:

 

 

 

ბსუ-  ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი   

  ისტორიისა  და  არქეოლოგის განყოფილება

საშტატო ერთეულის დასახელება

საშტატო ერთეულის რაოდენობა

1.

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

1

 

ბსუ- ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

გამძლეობის გენეტიკის განყოფილება

ვაკანტური საშტატო ერთეულის დასახელება

ვაკანტური  საშტატო ერთეულის რაოდენობა

1.

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

1

  1. საკონკურსო განცხადება, კონკურსანტის ანკეტა და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს 2023 წლის 21 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ბსუ-ს საპროცედურო კომისიაში შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32, (მატერიალური სახით წარმოდგენამდე კონკურსანტებმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - bsukonkursi2022@bsu.edu.ge).
  2. კონკურსი ჩატარდება 2023 წლის 23 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით.
  3. საკონკურსო კომისიების შემაჯამებელი ოქმები არაუგვიანეს 2023 წლის 25 თებერვლისა  გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.bsu.edu.ge).
  4. კონკურსის შედეგების ბსუ-ს აკადემიური საბჭოს დადგენილებით დამტკიცების შემდეგ, კონკურსში გამარჯვებულ პირებთან დაიდება შრომითი ხელშეკრულებები და ამოქმედდება 2023 წლის 01 მარტიდან (იხილეთ ამავე ველში ბსუ-ს რექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმა).
  5. კონკურსის ძირითადი პირობებია:
    1.  უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 5 (ხუთი) წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს შემდეგ  პირობებს:

ა) ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს კლასიფიკატორის 2.3,  2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის), 2.6  ან  3.3 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ნაშრომი/მონოგრაფია;

ბ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ან 1.4 ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში;

გ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული ან მონაწილეობს კლასიფიკატორის 4.6  პუნქტებით განსაზღვრულ სამეცნიერო აქტივობებში;

 დ) აქვს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის/მეცნიერი თანამშრომლის ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასოცირებული პროფესორის/ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

(შენიშვნა: წინამდებარე კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებაში აღნიშნული ე.წ. ,,კლასიფიკატორში“ იგულისხმება ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის Ν05 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის დამატებითი მოთხოვნების“ დანართი 1).

  1. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე  ასარჩევი  კანდიდატი ვალდებულია  წარმოადგინოს:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვა, დამოწმებული/გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ);

დ) სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესით მოთხოვნილი, ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი ერთი სამეცნიერო ნაშრომი (სტატია), რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის სამეცნიერო საქმიანობას - საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებისათვის;

ე) სამეცნიერო კვლევის კონცეფცია;

ვ) 2 ფოტოსურათი (ზომა 3x4);

  ზ) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (შედგენილი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის Ν05 გადაწყვეტილებით დამტკიცებული N2 დანართის შესაბამისად);

 თ) კონკურსანტის ანკეტა (შედგენილი ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν05 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის დამატებითი მოთხოვნების“ დანართი 3-ის   შესაბამისად);

ი) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის ცნობა (შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე საკონკურსო დოკუმენტაციის საპროცედურო კომისიაში წარდგენის დღისათვის (რეგისტრაციის დღე) ნასამართლობის შესახებ ცნობა უნდა იყოს მოქმედი (კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადა 15 დღეა).

8. ქვეყანაში  ეპიდვითარების გართულების შემთხვევაში:

ა) კოვიდინფიცირებული (ან თვითიზოლაციაში მყოფი) კონკურსანტი უფლებამოსილია ამ ფაქტის შესახებ წერილობით განცხადებასთან ერთად წარმოადგინოს საკონკურსო განცხადება და დოკუმენტაცია ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე - bsukonkursi2022@bsu.edu.ge. ასეთ შემთხვევაში საპროცედურო კომისიის მიერ განმცხადებელზე „ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის დამატებითი მოთხოვნების განსაზღვრის წესის“  მე-4 მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნული ცნობა გაიცეს ელექტრონულად, კონკურსანტის იმავე ელექტრონულ ფოსტაზე;

ბ) კოვიდინფიცირებული (ან თვითიზოლაციაში მყოფი) კონკურსანტის შესაბამისი განცხადების შემთხვევაში დასაშვებია მის მიერ განცხადების/საჩივრის საპროცედურო კომისიაში ელექტრონულად წარდგენა (ასეთ შემთხვევაში საპროცედურო კომისიის მიერ განმცხადებელზე/მომჩივანზე „ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის დამატებითი მოთხოვნების განსაზღვრის წესის’’ მე-7 მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ცნობა გაიცეს ელექტრონულად, კონკურსანტის იმავე ელექტრონულ ფოსტაზე);

გ) დასაშვებია საკონკურსო კომისიამ კონკურსანტთა განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია საპროცედურო კომისიისგან მიიღოს მხოლოდ ელექტრონული სახით (შესაბამის ელექტრონულ ფოსტაზე წარმოდგენილი), ხოლო მატერიალური სახით წარმოდგენილი მასალა - მხოლოდ ამის საჭიროების შემთხვევაში;

დ) დასაშვებია საკონკურსო კომისიამ დაადგინოს მუშაობის ან/და კონკურსანტებთან გასაუბრების დისტანციური ფორმატი (ZOOM პლატფორმის მეშვეობით);

ე) დასაშვებია სააპელაციო კომისიამ დაადგინოს მუშაობის დისტანციური ფორმატი (ZOOM პლატფორმის მეშვეობით), მათ შორის განმარტების მისაღებად ონლაინ-სხდომაზე მოიწვიოს შესაბამისი კომისიების (საპროცედურო, საკონკურსო, სამუშაო ჯგუფი) წევრები ან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის პერსონალის წარმომადგენლები, რომლებიც შესაძლოა სამსახურებრივი საქმიანობით დაკავშირებული იყოს კონკურსანტის მიერ გასაჩივრებულ საკონკურსო პროცედურებთან.

8. სამართლებრივი აქტების გაცნობა (ბსუ-ს წესდება; ბსუ-ს ეთიკის კოდექსი; ბსუ-ს შინაგანაწესი; ბსუ-ში სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკა;  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“  ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν05 გადაწყვეტილება, ბსუ-ს საქმისწარმოების ინსტრუქცია; ბსუ-ს სამეცნიერო თანამდებობის პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულები ფორმა) და კონკურსანტთა განცხადებისა და ანკეტის ფორმების ჩამოტვირთვა შესაძლებელია ბსუ- ოფიციალურ ვებგვერდიდან - www.bsu.edu.ge (კონკურსების ველი).

კონკურსის გამოცხადების ბრძანება N01-02-08

 

  ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის შრომის ანაზღაურების გაცემის წესი
  ბსუ-ს საქმისწარმოების ინსტრუქცია
  ბსუ-ს შინაგანაწესი
  ბსუ-ს წესდება
  ეთიკის კოდექსი
  სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესი
  სექსუალური შევისწოების პრევენციის პოლიტიკის დოკუმენტი
  შრომითი ხელშეკრულების ფორმა №01-02-74
  კონკურსანტის ანკეტა
  სამეცნიერო შრომების დამოწმების ფორმა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა