მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტის - საქართველო I2Q“ (შემდგომ - I2Q პროექტი) ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკურენტუნარიანი ინიციატივების საგრანტო დაფინანსებისათვის კონკურენტული ინოვაციის ფონდი (CIF) შეიქმნა. CIF-ის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობა აკადემიური და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინოვაციური პროექტების განხორციელებაში.
CIF-ის ფარგლებში პირველი საგრანტო კონკურსი 2022 წლის 30 ნოემბერს გამოცხადდა. საგრანტო კონკურსზე განაცხადების მიღება 2023 წლის 20 თებერვლამდე გაგრძელდება, მის ფარგლებში საინფორმაციო ხასიათის კითხვების წარმოდგენის ბოლო ვადად 31 იანვარია განსაზღვრული.
მეორე საინფორმაციო-საკონსულტაციო შინაარსის შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან 2023 წლის 20 იანვარს, 14:00 საათზე იგეგმება. შეხვედრა ელექტრონული პლატფორმა - „Microsoft Teams”-ის საშუალებით გაიმართება. CIF-ის გუნდის წევრები უპასუხებენ საგრანტო კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებული პირების შეკითხვებს.
შეხვედრაზე მონაწილეთა მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ 2023 წლის 19 იანვრის 12:00 საათამდე ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfwNAbz0ztmYRl5x4KQlYvTSy_eTNA5z4s7RozHI-WxGZWgpw/viewform?usp=sf_link
საგრანტო პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:
უკან |