ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2022 წლის 7 დეკემბრის N06-01/140 დადგენილებით გამოცხადდა უვადოდ არჩეული ბსუ-ს პროფესორ კახაბერ ქაშიბაძის ატესტაცია.
2022 წლის 07 დეკემბერს გამოცხადებული ბსუ-ს პროფესორის თანამდებობაზე უვადოდ არჩეული პროფესორ კახაბერ ქაშიბაძის ატესტაციის (პროფესიული უნარების, აკადემიური საქმიანობისა და სამეცნიერო საქმიანობის დაკავებული თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა) ჩატარების მიზნით განისაზღვრა შემდეგი ვადები:
ა) 2023 წლის 9 იანვრიდან 11 იანვრის ჩათვლით - პროფესორის საატესტაციო განაცხადის და ამავე განაცხადში მითითებული სტატიების/ნაშრომების/სილაბუსების/სხვა დოკუმენტაციის ელექტრონული საქმისწარმოების საშუალებით წარმოდგენა (საატესტაციო განაცხადი უნდა შეივსოს ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2022 წლის 7 დეკემბრის N06-01/140 დადგენილების N1 დანართის შესაბამისად, ხოლო პროფესორის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომების დამოწმება განხორციელდეს სამეცნიერო კვლევების სამსახურის მიერ მიწოდებული ფორმის შესაბამისად, დოკუმენტაციის წარმოდგენამდე - 2022 წლის 9-10 იანვარს);
ბ) 2023 წლის 12 იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით - საატესტაციო კომისიის მუშაობა;
გ) 2023 წლის 18 იანვარი - საატესტაციო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის წარდგენა ბსუ-ს აკადემიურ საბჭოსათვის და ატესეტაციის შედეგის ბსუ-ს ვებგვერდზე გამოქვყენება;
დ) არაუგვიანეს 2023 წლის 20 იანვარი - ატესტაციის შედეგის გასაჩივრება ;
ე) არაუგვიანეს 2023 წლის 24 იანვარი - სააპელაციო კომისიის დასკვნის წარდგენა ბსუ-ს რექტორის/აკადემიური საბჭოს და დასაქმებულისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის;
ვ) არაუგვიანეს 2023 წლის 25 იანვარი - ატესტაციის შედეგების დამტკიცება აკადემიური საბჭოს მიერ.
ბსუ-ს პროფესორის ატესტაციის კრიტერიუმები
- ბსუ-ს პროფესორის თანამდებობაზე უვადოდ არჩეული პირისათვის 5 წელიწადში ერთხელ ატესტაციის ჩატარების მიზნით ბსუ-ს აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული ატესტაციის კრიტერიუმები ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას და ბსუ-ში აკადემიური საქმიანობის შეფასებისათვის ბსუ-ს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ პირობებს/შეფასების კომპონენტებს, რაც შეესაბამება ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის Ν04 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს“, ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2016 წლის 12 სექტემბრის N3 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის აფილირების, აკადემიური დატვირთვის განსაზღვრისა და შრომის ანაზღაურების წესს“ და ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2017 წლის 29 ივნისის N46 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ბსუ-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალის საქმიანობის შეფასების წესს“.
-
უვადოდ არჩეული ბსუ-ს პროფესორი შეიძლება შეფასდეს, როგორც ,,შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას“ შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
- აფილირების შეთანხმება აქვს მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან;
- აქვს კლინიკური დისციპლინების სწავლების სულ მცირე 6 წლის პედაგოგიური გამოცდილება, ხოლო კლინიკური საქმიანობის - სულ მცირე ბოლო 9 წლის გამოცდილება;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს:
ა) იმპაქტ-ფაქტორის მქონე სამეცნიერო სტატია, რომელიც ინდექსირებულია Web of Science-ის მიერ;
ან
ბ) მაღალ-რეიტინგული რეცენზირებული (საერთაშორისო რეცენზირების მქონე Peer-reviewed) სამეცნიერო მონოგრაფია უცხო ენაზე (მათ შორის ლექსიკოგრაფიული, წყაროთმცოდნეობითი, ტექსტოლოგიური კვლევების ამსახველი მონოგრაფია), რომელიც ინდექსირებულია Scopus, SCImago Journal&Country Rank, Research Gate-ის მიერ;
1. ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი საკონფერენციო თეზისები, რომელიც ინდექსირებულია Web of Science-ის ან Scopus-ის მიერ;
2. ბოლო 6 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული ან მონაწილეობს:
ა) დაფინანსებულ საერთაშორისო სამეცნიერო გრანტში;
ან
ბ) შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ სამეცნიერო გრანტში;
1. ბოლო 10 წლის განმავლობაში დაკავებული თანამდებობის შესაბამისი მიმართულებით ხელმძღვანელობდა დოქტორანტს/დოქტორანტებს, რომელსაც/რომლებსაც 2023 წლამდე მინიჭებული ექნება დოქტორის აკადემიური ხარისხი;
2. აქვს მედიცინის მიმართულებით ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობის გამოცდილება;
3. მომზადებული აქვს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი მიმართულებით სახელმძღვანელო;
4. თანამშრომლობს უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებთან (უცხოეთის უნივერსიტეტებთან/სამეცნიერო ცენტრებთან ერთობლივი სასწავლო ან სამეცნიერო პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობა, სტიპენდია/სტაჟირება და სხვ.).
5. პროფესორი, რომელიც წინამდებარე კრიტერიუმებიდან 2.1. ან 2.2. პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმში მიიღებს შეფასებას ,,არ შეესაბამება“ ან ,,ნაწილობრივ შეესაბამება, საბოლოო დასკვნით უნდა შეფასდეს ,,არ შეესაბამება“ და მასთან შეწყვეტილი უნდა იქნეს შრომითი ხელშეკრულება.
(შენიშვნა: შეფასების კრიტერიუმების გრაფებში მითითებული თარიღები აითვლება ბსუ-ს პროფესორის თანამდებობაზე მოქმედი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებიდან).
ატესტაციის გამოცხადების შესახებ ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 07.12. 2022 წ. N06-01/140 დადგენილება
ატესტაციის განაცხადის ფორმა (ჩამოტვირთეთ) - დანართი N1
ატესტაციის წესი - წარმომადგენლობითი საბჭოს 07.11.2022 წ. N07-01/49 გადაწყვეტილება
უკან |