2022 წლის 15 დეკემბერს ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა ფაკულტეტის დეკანის არჩევნების მე-2 ტური.
ფაკულტეტის საბჭოს 96 წევრიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 94 ამომრჩეველმა.
არჩევნებში დარეგისტრირებულმა კანდიდატებმა მიიღეს ხმების შემდეგი ოდენობა:
1. რამაზ ხალვაში - 41 ხმა;
2. თეონა ბერიძე - 52 ხმა.
შედეგის მიხედვით ფაკულტეტის საბჭოს სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით არჩეულია თეონა ბერიძე.
საფუძველი: საარჩევნო კომისიის 15.12.2022 წლის შემაჯამებელი ოქმი №1
შემაჯამებელი ოქმი №1უკან |