ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს სტუდენტებისთვის და პერსონალისთვის აცხადებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსს ევროპის უნივერსიტეტებში მობილობის განხორციელების მიზნით. უნივერსიტეტების ჩამონათვალი იხილეთ დანართში 1.
კონკურსში მონაწილეობის პირობები სტუდენტებისთვის:
- სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე:
- ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
- მაგისტრატურის საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტი;
- არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ერაზმუს მუნდუსის/ერაზმუს+-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის ქვეყანაში;
- კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).
საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:
- პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
- ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
- ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
- სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).
მაგისტრატურის სტუდენტთათვის:
- პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
- ნიშნების ფურცელი ინგლისურ ენაზე - არსებობის შემთხვევაში;
- ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
- ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
- ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
- სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).
კონკურსში მონაწილეობის პირობები პერსონალისთვის:
- კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა;
- კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საბუთები პერსონალისთვის:
- პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2; C1 (იხილეთ დანართი 1)
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- თქვენ მიერ შემუშავებული მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
- დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი ( Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).
სტიპენდია პერსონალისთვის
- ითვალისწინებს მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.
- არ ანაზღაურებს საერთაშორისო დაზღვევას.
კონკურსის ეტაპები სტუდენტებისთვის კროსნოს კარპატების უნივერსიტეტისთვის:
პირველი ეტაპი - დოკუმენტების მიღება:
2022 წლის 14 დეკემბერი - 21 დეკემბერი (15:00 საათამდე).
დადგენილი საბუთების ატვირთვა ელექტრონულ ბმულზე: https://registration.bsu.ge/Registration-2.php და ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე.
ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე აპლიკანტმა განცხადებაში რექტორის სახელზე უნდა მიუთითოს: ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, ტესტირების სასურველი დონე ( ინგლისური B1/B2) და ატვირთოს წარმოსადგენი დოკუმენტები ერთი ფაილის სახით (ZIP).
საბუთების წარმოდგენა ორივე მისამართზე აუცილებელია!
მეორე ეტაპი - ტესტირება ინგლისურ ენაში B1/B2 - 2022 წლის 22 დეკემბერი.
მესამე ეტაპი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან - 2022 წლის 23 დეკემბერი.
ჩატარებული კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტის შესახებ ინფორმაციის გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტში.
სტიპენდია მოიცავს:
- უფასო სწავლას;
- თვიურ სტიპენდიას;
- მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს ვიზის ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!
კონკურსის ეტაპები სტუდენტებისთვის თესალონიკის უნივერსიტეტისთვის:
პირველი ეტაპი - დოკუმენტების მიღება:
2022 წლის 14 დეკემბერი - 2023 წლის 10 იანვარი (15:00 საათამდე).
დადგენილი საბუთების ატვირთვა ელექტრონულ ბმულზე: https://registration.bsu.ge/Registration-2.php და ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე.
ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე აპლიკანტმა განცხადებაში რექტორის სახელზე უნდა მიუთითოს: ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, ტესტირების სასურველი ენა და დონე (B2) და ატვირთოს წარმოსადგენი დოკუმენტები გაერთიანებული, ერთი ფაილის სახით (ZIP).
საბუთების წარმოდგენა ორივე მისამართზე აუცილებელია!
მეორე ეტაპი - ტესტირება ინგლისურ ენაში B2 - 2023 წლის 11 იანვარი.
მესამე ეტაპი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან - 2023 წლის 12 იანვარი.
ჩატარებული კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტის შესახებ ინფორმაციის გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტში.
სტიპენდია მოიცავს:
- უფასო სწავლას;
- თვიურ სტიპენდიას;
- მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს ვიზის ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!
შენიშვნა: მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნით, ბსუ წარადგენს კონკურსის შედეგად გამოვლენილი 5 საუკეთესო მაჩვენებლის მქონე სტუდენტის კანდიდატურას.
კონკურსის ეტაპები პერსონალისთვის:
დოკუმენტების მიღება - 2022 წლის 14 დეკემბერი - 21 დეკემბერი (15:00 საათამდე)
საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად აკადემიური, ადმინისტრაციული, მოწვეული პერსონალისთვის ელექტრონულ ბმულზე: https://registration.bsu.ge/Registration-1.php და ელექტრონული პლატფორმა eflow-ს მეშვეობით, მოწვეული პერსონალისთვის - ელ.ფოსტაზე chancellery@bsu.edu.ge
გასაუბრება - 2022 წლის 23 დეკემბერი;
შესაძლებელია, მიმღები უნივერსიტეტი ინდივიდუალურად დაუკავშირდეს კონკურსანტებს და ჩაუტაროს გასაუბრება და ჩატარებული კონკურსის შედეგად შერჩეული პერსონალის შესახებ ინფორმაციის გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტში.
არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელმისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
დანართი1
დანართი2
უკან |