
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: „მოსამართლის როლი ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში“. სამუშაო შეხვედრაზე მოხსენებები წარმოადგინეს ამერიკის შეერთებული შტატების მოსამართლემ ჯეიმს რედვაინმა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ მანანა კობახიძემ. ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული 2 დეკემბერს დაიწყო და მასში საქართველოს 15 უნივერსიტეტი მონაწილეობს. ღონისძიება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით იმართება.
უკან |