აგრარული ექსტენციის მოკლევადიანი კურსი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, 12-17 დეკემბერს,  18:00-19:30 საათზე „საქართველოს სოფლის მეურნეობის ექსტენციის მოდელი ახალგაზრდების განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდება აგრარული ექსტენციის დისტანციური მოკლევადიანი კურსი. პროგრამას ახორციელებს „მომავლის ფერმერი“ (FOF) ამერიკის შეერთებული შტატებისსოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით.

 

საგანმანათლებლო პროგრამას გაუძღვებიან აშშ-ს უნივერსიტეტების წარმომადგენლები:

პროსპერ დიამეკპორი - სენტრალ სტეიტ უნივერსიტეტი PhD;

რუქეია დროჰუდი - პრეირი ვიუს უნივერსიტეტი, ტეხასი;

ლიზა ლოქსმანი - ექსტენციის საერთაშორისო სპეციალისტი, FOF-ის კონსულტანტი, PhD, MBA.

ტრენინგების კურსი ჩატარდება ონლაინ, ინგლისურ და ქართულ ენებზე.

კურსი განკუთვნილია აგრარული მიმართულების ფაკულტეტის  პედაგოგების, სტუდენტების, ექსტენციის სპეციალისტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

 

კურსის ძირითადი საკითხები:

  • ექსტენციის ურთიერთობები;
  • ექსტენციის ფილოსოფია, პრინციპები და პრაქტიკა;
  • ცენტრალიზებული, სახელმწიფო და რეგიონული ხედვები;
  • ექსტენციის ურთიერთობები: როლები და პასუხისმგებლობები;
  • ექსტენციის მეთოლოგია;
  • ექსტენციის პროგრამები და პროცესები;
  • ექსტენციის მენეჯმენტი და სტრუქტურა.

ტრენინგების კურსის სრულფასოვნად გავლის შემთხვევაში გაიცემა აშშ-ს უნივერსიტეტების მიერ დამოწმებული სერტიფიკატი.

დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ელფოსტაზე  info@fof.edu.ge

ტრენინგში მონაწილეობისათვის გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ შემდეგ მისამართზე: 

https://forms.office.com/pages/responsepage.aspx?id=NekUrpUg5UerBreZdddPjN402QYTI7ZAj2FXepAS7G9UREhUQ1Q4VjBQNDRYT1hSNFRCNTJUNDBUTC4u&fbclid=IwAR0bq9aUJ0bD7HE1K8xcINsKoNL_4cQbmEmrhNczmMHi1qD8e_992Wkt1KM

 

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა