ბსუ-ში 2023 წელს განსახორციელებელი მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

სურათი

გამოცხადდა ბსუ-ში 2023 წლის 01 თებერვლიდან 2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით განსახორციელებელი 2023 წლის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შესარჩევი კონკურსი შემდეგ მიმართულებებში:

  1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  2. მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები;
  3. ინჟინერია, ტექნოლოგიები;
  4. აგრარული მეცნიერებები;
  5. ეკონომიკა და ბიზნესი;
  6. ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  7. სოციალური მეცნიერებები;
  8. მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
  9. ინტერდისციპლინური კვლევები;

კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს 2023 წლის 09 იანვრის 10:00 სთ-დან 13 იანვრის 16:00 სთ-ის ჩათვლით ელექტრონული სახით (მისამართზე bsugrant@bsu.edu.ge) და მხოლოდ აღნიშნული ქმედების განხორციელების შემდეგ, ასევე მატერიალური სახით, 2023 წლის 09 იანვრის 10:00 სთ-დან 13 იანვრის 16:00 სთ-ის ჩათვლით, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურში (კანცელარიაში):

ა) განცხადება (თანდართული ფორმის შესაბამისად შედგენილი - დანართი №1);

ბ) სამეცნიერო - კვლევითი პროექტის აღწერილობა (თანდართული ფორმის შესაბამისად შედგენილი - დანართი №2);

გ) პროექტის ბიუჯეტი, შესაბამისი კალენდარული გეგმით (თანდართული ფორმის შესაბამისად შედგენილი - დანართი №3);

დ) პროექტის მონაწილეთა (პერსონალის) სია და მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოთა აღწერილობა;

ე)   პროექტში მონაწილეთა (პერსონალის) CV-ები;

ვ) ცნობა ბსუ-ს სტუდენტის სტატუსის შესახებ,  სასწავლო ბარათის ასლი და საშუალო შეწონილი ქულა (პროექტში მონაწილე ბსუ-ს სტუდენტთათვის);

ზ) წერილობითი თანხმობა პროექტში მონაწილეობის შესახებ (თანდართული ფორმის შესაბამისად შედგენილი - დანართი №4).

  დანართი 1
  დანართი 2
  დანართი 3
  დანართი 4
  ბრძანება
  დებულება
  ბრძანება 2

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა