ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ- ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის აცხადებს „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსს (სწავლების/ტრენინგის) 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის. მობილობის ხანგრძლივობა - 5 სამუშაო დღე. პარტნიორი უნივერსიტეტების ჩამონათვალი იხილეთ დანართში 1.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური/ადმინიტრაციული პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.
- სტიპენდია ითვალისწინებს მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.
- სტიპენდია არ ანაზღაურებს საერთაშორისო დაზღვევას.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2022 წლის 11 ნოემბერი 15:00 საათი.
დადგენილი საბუთების მიღება ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-1.php და ელექტრონული პლატფორმა eFlow-ს მეშვეობით, მოწვეული მასწავლებლებისთვის - ელ. ფოსტაზე chancellery@bsu.edu.ge
საბუთები:
- პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2; C (იხილეთ დანართი 1)
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- თქვენ მიერ შემუშავებული მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
- დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი ( Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).
კონკურსის ეტაპები
- საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად - 2022 წლის 11 ნოემბერი 15:00 საათი;
- გასაუბრება - 2022 წლის 14 ნოემბერი;
- საბუთების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტებში -2022 წლის 15 ნოემბერი;
შესაძლებელია, მიმღები უნივერსიტეტი ინდივიდუალურად დაუკავშირდეს კონკურსანტებს და ჩაუტაროს გასაუბრება.
კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელ-მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
დანართი
უკან |