ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების შესახებ
(მოდიფიცირებული 04.11.2022 წ. მდგომარეობით)
- 2022 წლის 25 ოქტომბერს ცხადდება არჩევნები საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდეგში - ბსუ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის 4 წლის ვადით დასაკავებლად.
- ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2022 წლის 28 ოქტომბრიდან 2022 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით, ბსუ–ს საარჩევნო კომისიაში (ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. N32/35, პირველი კორპუსი, ოთახი N13), შაბათ–კვირისა და უქმე დღეების გარდა, 10:00 სთ–დან 16:00 სთ–მდე.
- ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს მოეთხოვება (კრიტერიუმები): ა) უმაღლესი განათლება; ბ) არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება და გ) სამოქმედო გეგმა.
- კანდიდატმა საარჩევნო კომისიაში სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს:
ა) კანდიდატის სარეგისტრაციო განცხადება (შევსებული არჩევნების გამოცხადების შესახებ აკადემიური საბჭოს დადგენილების N1 დანართის შესაბამისად);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (СV);
დ) უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების სათანადო წესით დამოწმებული ასლი;
ე) სამოქმედო გეგმა;
ვ) ფერადი ფოტო, ზომით ¾;
ზ) ინფორმაცია შრომითი საქმიანობის შესახებ (დასაქმების ადგილიდან გაცემული ცნობა/დამოწმებული ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან/და სხვა, კანონმდებლობითი დადგენილი წესით გაცემული ცნობა);
თ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
ი) ცნობა ნასამართლეობის შესახებ (შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც ამავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება (კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადაა 15 კალენდარული დღე, აღნიშნულიდან გამომდინარე საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის დღისათვის (რეგისტრაციის დღე) ცნობა უნდა იყოს მოქმედი);
5. დადგენილ ვადაში რეგისტრირებულ კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და სამოქმედო გეგმების განხილვა აკადემიური საბჭოს მიერ დაიწყება 2022 წლის 7 ნოემბერს, 11:00 სთ-ზე, ხოლო არჩევნები (ფარული კენჭისყრა) ჩატარდება 2022 წლის 7 ნოემბერს, 13:00 სთ-ზე.
დანართი 1
უკან |