
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამების კოორდინატორმა ნანა ყურშუბაძემ სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის განხორციელების წესები და კონკურსის ჩატარების პირობები გააცნო. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამების კოორდინატორმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
უკან |