ბსუ-ში უკრაინელ პოეტ ჰალინა კრუკთან შეხვედრა-დისკუსია „წერის ხელოვნება“ გაიმართება

სურათი

5-8 ოქტომბერს, ქალაქ ბათუმში, გაიმართება ოდესის VIII საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფესტივალის მხარდამჭერია.

6 ოქტომბერს, 16:00-17:00 საათზე, ფესტივალის ფარგლებში უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, უკრაინელ პოეტ ჰალინა კრუკთან გაიმართება შეხვედრა-დისკუსია „წერის ხელოვნება“.

პოეტისთვის, პროზაიკოსისა და ლიტერატურის მკვლევრისთვის, ჰალინა კრუკისთვის, რომელიც ოცი წლის ასაკიდან უკრაინულ ლიტერატურაში მნიშვნელოვან ხმად ითვლება, პოეზია ცხოვრებისეული ყოველდღიურობიდან საზრდოობს. არ შეიძლება „დაწერო ცაზე ვარსკვლავებზე, როცა არის რაღაც უფრო მნიშვნელოვანი დროსა და სივრცეში“. ფესტივალზე წარმოდგენილია მისი ლექსები, რომლებიც ქართულად რაულ ჩილაჩავას მიერ ითარგმნა.

მოდერატორი: პაატა შამუგია

ენა: ქართული, უკრაინული


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა