ფსიქოლოგი ზურა მხეიძე, 30 სექტემბერს, 16:00 საათზე, 55-ე აუდიტორიაში, ბსუ-ს სტუდენტებისთვის ჩაატარებს ლექციას თემაზე: ,,თვითმოტივაცია, როგორც წარმატების წინაპირობა“.
პროფესორ ზურა მხეიძეს აქვს 30-წლიანი კონსულტაციის გამოცდილება, 20-მდე საჯარო თუ კერძო კომპანიასთან მართვის და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. 25 წელზე მეტია ატარებს ლექციებსა და ტრენინგებს მართვის და კომუნიკაციის მიმართულებით საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. მონაწილეობდა 30-მდე კვლევასა და საკონსულტაციო პროექტებში.
შეხვედრის ორგანიზატორია ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი.
უკან |