
სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა საძმო საფლავი გვირგვინით შეამკეს. ბსუ-ში სახელმწიფო დროშა დილიდან დაშვებულია. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.
უკან |