
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯაზ ბენდმა ბულგარეთში, ქალაქ ნესებირიში გამართულ საერთაშორისო ფესტივალში "KARNOLSKY" ნომინაციაში - "საუკეთესო ჯაზ ბენდი" პირველი ადგილი დაიკავა. მუსიკალურ ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე შემოქმედებითი ჯგუფი მონაწილეობდა. უნივერსიტეტი ულოცავს ბენდ ,,OFF SIDE”-ს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.
უკან |