
„ერაზმუს+“-ის ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ვაუჩის (პოლონეთი) გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დარიუშ სკალსკი და პროფესორი პიოტრ გოდლევსკი ეწვივნენ. ბსუ-ს რექტორთან, პროფესორ მერაბ ხალვაშთან გამართულ შეხვედრაზე სტუმრებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებსა და ერთობლივი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა სამეცნიერო კონფერენციების, ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება.
შეხვედრას ბსუ-ს რექტორის მოადგილე, თამარ სირაძე და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენის უფროსის მოადგილე, ნანა ყურშუბაძე ესწრებოდნენ.
უკან |