
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი ეწვია. ბსუ-ს რექტორთან, პროფესორ მერაბ ხალვაშთან და სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ალექსანდრე ვინიკოვმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა. ვიზიტი მიზნად ისახავდა პოლიტიკურ-სამოქალაქო მხარდაჭერის გამოხატვას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |