მეშვიდე საზაფხულო უნივერსიტეტი „ბირთვული უსაფრთხოება და გაუვრცელებლობა“

სურათი

22-24 აგვისტოს ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ორგანიზაციის „სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში“ ორგანიზებით ჩატარდება მეშვიდე საზაფხულო უნივერსიტეტი ,,ბირთვული უსაფრთხოება და გაუვრცელებლობა“ თემაზე: ,,რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ახალი გამოწვევები და რისკები ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის რეჟიმისათვის“. საზაფხულო უნივერსიტეტის ფარგლებში დაგეგმილია ინფორმაციულ სემინარების ჩატარება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის. სემინარებში ჩართული საერთაშორისო ექსპერტები ლექციებს წაიკითხავენ გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე.

სემინარები ტარდება ინგლისურ ენაზე. 24 აგვისტოს დაგეგმილია სემინარის გაფართოებულ ფორმატი,  შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, განხილული იქნება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები.

 

  დღის წერიგი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა