
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია - 2022 ჩატარდა. 19 სექციაში 200-მდე სტუდენტმა 160 სამეცნიერო მოხსენება წარმოადგინა. ახალგაზრდა მკვლევართა ნაშრომებს ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები შეაფასებენ და სექციის საპრიზო ადგილზე გასული მოხსენებების ავტორებს ფულად ჯილდოს გადასცემენ. კონფერენციის ფარგლებში გამოიცემა კრებული, რომელშიც თითოეული სექციის სამი საუკეთესო სამეცნიერო მოხსენება დაიბეჭდება. სამეცნიერო სესია ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის, სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების, ფაკულტეტებისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.
უკან |