საზაფხულო სკოლა „კონსტიტუციური მართლმსაჯულების აქტუალური საკითხები"

სურათი

14-20 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გაიმართება საზაფხულო სკოლა „კონსტიტუციური მართლმსაჯულების აქტუალური საკითხები". საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა  შეუძლია ნებისმიერი ავტორიზებული უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს.

საზაფხულო სკოლაში ჩართული არიან:

პროფესორი მალხაზ ბეგიაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტი

პროფესორი მარი მარინაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტი

პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

მსურველმა უნდა გამოაგზავნოს CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: malkhazbeg@yahoo.com, 1 ივლისის ჩათვლით.

მონაწილეთა განთავსება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში (ქ. ბათუმი, ლეონიძის ქ. N15) სრულადაა დაფინანსებული. მონაწილეები ფარავენ მხოლოდ მგზავრობისა და კვების ხარჯებს.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის სარეგისტრაციო თანხა შეადგენს 100 ლარს, რომელსაც სტუდენტი გადაიხდის შესარჩევ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მონაწილეობა უფასოა. შერჩეული მონაწილეები მიიღებენ საზაფხულო სკოლის დეტალურ პროგრამას.

სკოლის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

mmarinashvili@gmail.com, ტელ.: 599309980

ან nakashidze.bsu@gmail.com ტელ.: 577759284

სამართლის სკოლის ვებგვერდი: https://www.ug.edu.ge/ge/law-skolis-shesakheb

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა