„ბსუ-ს სტუდენტური დღეები 2022’’ იწყება

სურათი

„ბსუ-ს სტუდენტური დღეები 2022’’ იწყება!

,,ბსუ-ს სტუდენტური დღეები 2022’’ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასშტაბური პროექტია, რომლის ფარგლებში ბსუ-ს სტუდენტები, ფაკულტეტების მიხედვით ეჯიბრებიან ერთმანეთს სპორტული, კულტურული და ინტელექტუალური აქტივობების  სხვადასხვა სახეობაში.

 პროექტის მიზანია:

ა) სტუდენტებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;

ბ) მასობრიობის დანერგვა;

გ) სპორტის და კულტურის პოპულარიზაცია;

დ) სტუდენტური ნაკრებებისთვის კანდიდატების შერჩევა;

 სტუდენტი/სტუდენტური გუნდი შეჯიბრებაში მონაწილეობს ფაკულტეტის სახელით და უნდა იყოს აუცილებლად იმავე ფაკულტეტის სტუდენტი, რომელსაც წარმოადგენს შეჯიბრებაში. გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან თასებით, ფასიანი პრიზებით და შემეცნებითი საექსკურსიო ტურებით. ყველაზე მეტ სახეობაში გამარჯვებულ ფაკულტეტს კი, გადაეცემა ,,ბსუ-ს სტუდენტური დღეები 2022’’-ის გრან-პრი.

 შეჯიბრებებში მონაწილეობის მსურველი სტუდენტების/სტუდენტური საფაკულტეტო გუნდების რეგისტრაცია იწარმოებს ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ოფისში (ბსუ-ს II კორპუსი, I სართული)  8 ივნისის ჩათვლით, შემდეგ სახეობებში:

 სპორტი:

  •   მინი ფეხბურთი
  •   ფრენბურთი
  •   ქუჩის კალათბურთი
  •   მაგიდის ჩოგბურთი
  •   ჭადრაკი
  •   მკლავჭიდი
  •   დარტსი
  •   გრეხეთბოლი
  •   FIFA 2022

 კულტურა:

  •  ქართული ხალხური ცეკვა
  •  ქართული ხალხური სიმღერა
  •  თანამედროვე ცეკვა
  •  თანამედროვე სიმღერა
  •  იუმორისტული სკეტჩი
  •  ფოტოკონკურსი
  •  ერთწუთიანი ფილმების კონკურსი

 ინტელექტუალური:

  •   ინტელექტუალური ვიქტორინა
  •   სტრატეგიული თამაში ე.წ. "City game"
  •   დებატები

 ესეების კონკურსი

 პროექტის ორგანიზატორია ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი.

 დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

 577 14 54 00;

 568 47 47 04;

 577 17 70 29;

სარეგისტრაციო განაცხადის ფორმა იხილეთ დანართის სახით. შევსებული ფაილი უნდა წარმოადგინოთ ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტში. სარეგისტრაციო განაცხადის შევსება შესაძლებელია ადგილზეც, დეპარტამენტში.

 

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა