
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დირექტორი ლევან ბექაია, ფონდის პროექტების ხელმძღვანელი გოგა ჩანადირი და კომუნიკაციების მენეჯერი მარიამ ცანდიშვილი ეწვივნენ. ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ნიკა ჩხარტიშვილთან, რექტორის მოადგილესთან თამარ სირაძესთან, ფაკულტეტების წარმომადგენლებთან და სტიპენდიატებთან გამართულ შეხვედრაზე სტუმრებმა ფონდის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებსა და შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში ფონდის წარმომადგენლებმა ბსუ-ს სტუდენტებს: დემურ ჯინჭარაძეს, თამთა მჟავანაძეს, მელანო ანანიძეს და მარიკა შამილიშვილს სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვება მიულოცეს, სტიპენდიები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.
უკან |