6 ივნისს, 19:00 საათზე, ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტისა და საგადასახადო საქმის დარგობრივი დეპარტამენტის პროფესორი ვაჟა ვერულიძე ლექციას ჩაატარებს თემაზე: „ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების გავლენა ექსპორტისა და ეკონომიკის ზრდაზე“. პროფესორ ვაჟა ვერულიძის კვლევის ინტერესებს წარმოადგენს ეკონომიკის საგადასახადო და ფულად-საკრედიტო რეგულირების პრობლემები.
ლექციაზე დასწრება შესაძლებელია შემდეგი ბმულით: https://us02web.zoom.us/j/6512205258
უკან |